პერფორმანსი კვესტები - 13th.ge

პერფორმანს კვესტები
ჩაეწერე ახლავე
+995 577 02 1313

მეტის გაგება

პერფორმანსი კვესტები
ჩაეწერე ახლავე
+995 577 02 1313

მეტის გაგება

პერფორმანსი კვესტები
ჩაეწერე ახლავე
+995 577 02 1313

მეტის გაგება

თამაშის არსი

ამოცანა

საპყრობილე №7-დან ან მანიაკის თავშესაფრიდან გასათავისუფლებელი გზის პოვნა. საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება ან მხრებზე თავის შენარჩუნება. მეგობრის ციხიდან გათავისუფლება თუ შიგნით სასტიკი ურჩხულის შეგზავნა? ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ამოცანების, რომელთა გადაჭრაც კომპანია 13thDoors-ის კვესტ-პერფორმანსებში მოგიწევთ.

დრო

ის თითქმის აღარ დარჩა. წუთიერი დაყოვნება და ტყვია არ აგცდებათ. ოდნავ შეფერხდებით და მანიაკი თქვენი გვამის გამოშიგვნას შეუდგება. ღირს ძვირფასი წუთების დაკარგვა? იქნებ თავგადასავლების დროა, რომელთა ფინალიც მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.

გუნდი

გადალახეთ სირთულეები მარტომ ან დაიხმარეთ ერთგული მეგობრები. წაიყვანეთ თან შეყვარებული ან დაიწყეთ თავგადასავალი ოჯახთან ერთად. რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს. საჭიროა მხოლოდ გამბედაობა, გამძლეობა და ფინიშამდე უვნებლად მისვლის დიდი სურვილი.

შთაბეჭდილებები

არ გვკითხოთ მათ შესახებ. სიტყვებით ვერ გადმოვცემთ ადრენალინის იმ რაოდენობას, რომელიც თავგადასავლის დაწყების შემდეგ თქვენს სისხლში ხვდება. მიიღეთ მონაწილეობა პერფორმანსში და გაუზიარეთ შთაბეჭდილებები მეგობრებს. ყველაზე რთული გამოცდა ოფისში ერთკვირიანი ლოდინია შემდეგ უქმეებამდე, რათა კიდევ ერთხელ შეიგრძნოთ დაუვიწყარი ემოციები 13thDoors-ისგან.

alt

კვესტები

Modern art museum

60 წუთი

2-5 მოთამაშე

საპყრობილე №7

ფოლადის კარი კეტავს კამერიდან გასასვლელს. კარს აქვს პატარა ფანჯარა საკვების მისაწოდებლად. იქნებ არსებობს სხვა გზა გარეთ გასაღწევად? ეს თქვენ უნდა გაარკვიოთ. თან ძალიან სწრაფად, რადგან საპყრობილე 7-ის ხარბმა მცველებმა უკვე მიიღეს თქვენი ლიკვიდირების ბრძანება. გეყოფათ დრო სირთულეების გადასალახად? თუ შავბნელი დერეფანი საკუთარ წიაღებში კიდევ ერთ საიდუმლოს დამარხავს? ამ თავგადასავლის შედეგი მხოლოდ თქვეზეა დამოკიდებული.

12.00-15.00

80 ლ

16.30-18.00

100 ლ

19.30  

120 ლ

21.00-22.30

150 ლ

დაჯავშნა
Modern art museum

60 წუთი

2-4 მოთამაშე

Н22

სისხლის კვალი იატაკზე არაფერ კარგზე არ მეტყველებს. სისხლით მოსვრილი ინსტრუმენტები მაგიდაზე განწყობას არ გამოგიკეთებთ. ხოლო ის ფაქტი, რომ კაუჭზე კიდიხართ, ყველანაირ ზღვარს სცდება. ღირს მანიაკის ლოდინი? თუ დროა საკუთარი თავის გათავისუფლებაზე იზრუნოთ? თუ რამდენად შორს გაექცევით კაციჭამიას, რომელი ბენზოხერხით არის შეიარაღებული, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ფინალი შესაძლოა სულ არ აღმოჩნდეს ისეთი ბედნიერი როგორც ჰოლივუდირ ფილმებში.

12.30-15.30

80 ლ

17.00-18.30

100 ლ

20.00  

120 ლ

21.30-23.00

150 ლ

დაჯავშნა

კვესტ-პერფორმანსი


გიყვართ კვესტებში მონაწილეობა? ყოველთვის ოცნებობდით პასიური მაყურებლის როლისგან გათავისუფლებაზე და თრილერში ან საშინელებათა ფილმში უშუალო მონაწილეობაზე? გსურთ საკუთარი ნებისყოფის, ხელების სიმარჯვის და გონებრივი მოქნილობის გამოცდა? მაშინ მიიღეთ მონაწილეობა კვესტ-პერფორმანსში. ის მოიცავს ყველასთვის ნაცნობი კვესტების და თეატრალური დადგმების კვინტესენსიას, რომელშიც მსახიობები თქვენ და თქვენი მეგობრები იქნებით. თქვენზე იქნება დამოკიდებული გადაარჩენს თუ არა მთავარი გმირი საკუთარ სატრფოს, ავირიდებთ თუ არა სამყაროს აღსასრულს და შეძლებენ თუ არა სინათლის ძალები ბნელეთის დამარცხებას.


პერფორმანსის თავისებურება


არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პერფორმანსის ბანალურ კვესტთან შედარება. თუმცა კვესტების მოყვარულები ბევრ ნაცნობ რამეს აღმოაჩენენ. პერფორმანსში თავად მოქმედება სხვადასხვა ჟანრის ელემენტებს აერთიანებს. თუმცა აქ მთავარია შესაძლებლობა, რომ თავად გახდე დადგმის მთავარი გმირი.

ნებისმიერი პერფორმანსი მოქცეულია გარკვეულ თემატიკაში. ყველაზე ხშირან გამოყენებადია საშინელებათა ფილმების ელემენტები, რომელშიც მარტივია მოთამაშეების შეშინება, რათა დავუბრუნოთ მათ შეგრძნებების სიმძაფრე და გადავატანინოთ ყურადღება ყოველდღიური რუტინული საქმეებისგან. ამ თამაშში მონაწილეობენ პროფესიონალი მსახიობები, თუმცა მათი მოქმედება მჭიდროდ არის დაკავშირებული თავად მოთამაშეების კვესტის სიუჟეტზე. ხორციელდება ვერბალური და ფიზიკური კონტაქტი, რომელიც არამარტო დაგეხმარებათ წინ წახვიდეთ სიუჟეტში, არამედ პირდაპირ იქონიებს გავლენას დასასრულზე.

სწორედ ფინალის მრავალმხრივობა არის პერფორმანსის პოპულარობის განმაპირობებელი. მხლოდ თქვენზეა დამოკიდებული რამდენად ბედნიერი იქნება მორიგი საშინელებათა ფილმის დასასრული, რომელშიც მოსანადირებელი ობიექტები თავად თქვენ ხართ.


ურთიერთქმედების დონის არჩევა და უსაფრთხოება


არ ღირს ნერვიულობა იმაზე, რომ მსგავს გასართობ მოქმედებებში ჩართვას თქვენი ჯანმრთელობისთვის ან ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვის ზიანის მიყენება შეუძლია. კვესტ-პერფორმანსის ორგანიზატორები გთავაზობენ არჩევანს, რამდენად გსურთ კონტაქტი მსახიობებსა და მოთამაშეებს შორის. ახალბედებს, რომლებსაც პირველად სურთ მძაფრი შეგრძნებების მიღება, ვურჩევთ დონე „ლაით“-ს, ხოლო გამოცდილ მოთამაშეებს მაქსიმალურ დონეს - „ჰარდქორ“. მსგავდი მიდგომა ნებისმიერ სტუმარს აძლევს სიამოვნების მიღების და ყოველ ჯერზე კვესტის ახალი მხარეების აღმოჩენის შესაძლებლობას.

პერფორმანსი, კვესტისგან განსხვავებით, არ შეიცავს დიდი რაოდენობით დავალებებსა და თავსატეხებს, რომელთა გადასაწყვეტად საჭიროა ცოდნის და ლოგიკის გამოყენება. აქ უფრო დიდი აქცენტი კეთდება ემოციურ მხარეზე. მოქმედებაში ჩართვის მიზანია გარკვეული ემოციისა და განცდი გაღვიძება. ამიტომ უპირველესი ყურადღება ექცევა საჭირო ატმოსფეროს შექმნას: პერფორამნსები სავსეა ხმოვანი და სინათლის ეფექტებით, რომელიც გაძლევთ საშუალებას 100%-თ ჩაერთოთ ჰორორისა და თრილერის ატმოსფეროში.


პერფორმანსის ტიპები


დღეისთვის ცნობილია 100-ზე მეტი ისეთი კვესტი, რომელში ჩართვაც 1-დან 30-მდე ადამიანს შეუძლია. ისინი დაფუძნებულია რეალურ ისტორიებზე (მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის ეპიზოდებზე), ფენტეზის მოტივებზე, პოსტ-აპოკალიპტურ თემებზე და ა.შ. თუმცა პრაქტიკულად ყველა პერფორმანსის ორ დიდ ჯგუფად გაყოფაა შესაძლებელი:

1.    ჰორორი. ეს ყველაზე პოპულარული ჟანრია, როცა მოქმედება ვითარდება ცუდად განათებულ ლოკაციებზე, სადაც მოთამაშეზე ნადირობს მანიაკი ან მონსტრი. თემატიკა შეიძლება განსხვავდებოდეს - მისტიკიდან უხეშ ძალადობამდე. კონტაქტის დონეს მონაწილეებს და მსახიობებს შორის თანხმდება ინდივიდუალურად თამაში დაწყებამდე.

2.    ექშენი. ეს არის კვესტები, სადაც მონაწილეებს უწევთ დიდი რაოდენობით აქტიური მოქმედებების შესრულება. ხშირად ასეთ პერფორმანსებს იმეორებენ ცნობილი რეალითი შოუები, რაც გამოიხატება ლაბირინთების გავლაში და საბრძოლო ფილმების სიუჟეტის გამეორებაში.

გინდათ კვესტში მონაწილეობის მიღება? დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ჩვენი კომპანიის მენეჯერს.


Player

მოთამაშეების გამოხმაურება

ყველას გირჩევთ!

ყველას გირჩევთ, მაგრამ ორმაგად ვურჩევ სამუშაოთი ან სწავლით გადატვირთული გრაფიკის მქონე ხალხს... ითამაშეთ, რადგან ეს სახალისო და საინტერესოა! შეიგრძენით სიცოცხლე და არა არსებობა. შეამოწმეთ თქვენი თავი და მეგობრები მოულოდნელ სიტუაციებში, შეაბიჯეთ ფეხი ალტერნატიულ რეალობაში. ძალიან მაგარია! ეს არის ნაბიჯი სტანდარტებს მიღმა. თქვენ ამას იმსახურებთ!

- Alexandra Krauze

Player

მოთამაშეების გამოხმაურება

ძალიან საშიშია!მსახიობები კარგად თამაშობენ.

ძალიან ხარისხიანად არის გაკეთებული, საინტერესო დავალებებია. კმაყოფილები ვართ, რომ ვეწვიეთ. მივიღეთ ზღვა ემოცია!!! ვიყავით საპყრობილე #7-ში. აუცილებლად დავბრუნდებით Н22-სთვის.

- Polina Vdovina

Player

მოთამაშეების გამოხმაურება

მაგარია, ატმოსფერულია და ძალიან საშიში!

ყველაზე კარგი და ამავდროულად საშიში კვესტრუმია! ძალიან მომეწონა! ყველას ვურჩევ.

- Рами Рерре Вауоке

კონტაქტი

იმეილი:

info@13th.ge

ტელეფონი:

+995 577 02 1313

მაღლა